Image

ღირს ვან პერსი იუნაიტედში გადავიდეს?

უცხოური ფეხბურთი 25-ივლ, 15:489 Luka Luka 1425


როგორც მოგეხსენებათ, რობინ ვან პერსიმ ოფიციალურ საიტზე განაცხადა , რომ ის "არსენალის" დატოვებას აპირებს. მან თავის ვებ-გვერდზე დაწერა , რომ მან ამის შესახებ საკმაოდ ბევრ იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა გუნდის დატოვება.

გასულ სეზონში ვან პერსი უტიტულოდ დარჩა , მაგრამ ის ბომბარდირი გახდა. მისით ახლა სამი გუნდია დაინტერესებული: "იუვენტუსი" , "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სიტი". მას ამ ჩამონათვალიდან უწევს არჩევნის გაკეთება. რამდენიმე საიტზე უკვე დაიწერა ისიც , რომ რობინი "წითელი ეშმაკი" გახდება , მაგრამ ეს სტატიები არც ისე დამაჯერებელი იყო მანამდე , დღესდღეობით კი ეს ამბავი უფრო და უფრო რეალური ხდება. რა თქმა უნდა თუ ვან პერსი "მანჩესტერს" შეუერთდება ძალიან კარგი იქნება ( რუნი-პერსი ალბათ საუკეთესო თავდასხმის დუეტი იქნება.) , მაგრამ ამ ტრანსფერს აქვს არც თუ ისე ბევრი, მაგრამ მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარეები, როგორც ვან პერსისთვის, ასევე "იუნაიტედისთვისაც".

მიუხედავად ვან პერსის შესაძლებლობისა და სახელისა, მას მოუწევს ძირითადი ადგილისთვის ბრძოლა , რადგან ალბათ ყველას მოგეხსენებათ ,რომ უეინ რუნის გარანტირებული აქვს ძირითად შემადგენლობაში თამაში , რადგან ეს ფეხბურთელი "იუნაიტედისთვის" ერთ-ერთი საყრდენია. მითუმეტეს "მანჩესტერს" ჰყავს ორი უნიჭიერესი ახალგაზრდა თავდამსხმელი. ხავიერ ერნანდეsმა ანუ ჩიჩარიტომ ფანების გული მალე მოიგო , როდესაც ის მექსიკიდან გადმოვიდა და საოცარი სეზონი ჩაატარა. ასევე მეორე უნიჭიერესი თავდამსხმელია, "მანჩესტერში" აღზრდილი დენი უელბექი. ვან პერსის გადმოსვლის შემთხვევაში მათი ნიჭი ნამდვილად დაიჩრდილება. მეორე პრობლემა კი ტრავმებია. ვან პერსი ასევე ტრავმებით გამოირჩევა. მას საკმაოდ ხშირად აქვს ტრავმები.(2004 წლიდან დღემდე მას 25 ტრავმა აქვს მიღებული) ფერგიუსონმა გასულ სეზონში განაცხადა , რომ მანჩესტერის წაგებების მიზეზი სწორედ ხშირი ტრავმები იყო. ასე რომ არაა გამორიცხული ვან პერსიმ კიდევ მიიღოს ტრავმა და სეზონის ნახევარი (ან უფრო მეტი) გამოტოვოს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 25 ივლისი 2012 22:08
არაუშავს გამოასწორებს იმედია :) ნელ-ნელა ყველაფერი იქნება
iventusi_rati 25 ივლისი 2012 19:08
ვან პერსი ივენტუსში.
Sportnews 25 ივლისი 2012 16:10
ვან პერსი არ მგონია მანჩესტერში გადავიდეს არ მოუხდება მანჩესტერს

ავტორ <<< ძალიან ბევრი შეცდომა ვნახე სტატიაში, მძიმეებში, სიტყვებში და სვხა , აუცილებლად გამოასწორე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
M_X_E_C_I 25 ივლისი 2012 15:52
ლუკალუკა აბზაცები გაკლია :)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (156)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა