დე შილიო ჯენოაში?

დე შილიო ჯენოაში?

26-07-2012, 12:33

MilanNews.it-ის ცნობით, "ჯენოას" "მილანის" ახალგაზრდა მარცხენა ფლანგელის შეძენა სურს. ალბათ ყველა მიხვდებოდით, რომ საუბარი იტალიელ დე შილიოზეა, რომელიც აბატეს არყოფნაში დაცვის მარჯვენა ფლანგზე დამკვიდრდა და თავი კარგად წარმოაჩინა, ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ მან უკვე სერია ა-ს კლუბების ყურადღება მიიპყრო.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ დღეს "ვია ტურატიზე" პარტნიორი კლუბების სპორტული დირექტორები ერთმანეთს შეხვდნენ და დე შილიოს შესახებ ისაუბრეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდაპირველად, გენუურ კლუბს ახალგაზრდას სრულად შეძენა სურდა, თუმცა "როსონერის" ვიცე პრეზიდენტმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

სავარაუდოდ, მატია 1 წლიანი არენდით "ჯენუაში" გადაბარგდება და შემდგომში მშობლიურ კლუბ, "მილანს" დაუბრუნდება.

# 279ავტორი: M_X_E_C_I
მოპარულია ეს სტატია :)
# 574ავტორი: iventusi_rati
მართლა კაი ბიჭია.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით