აირჩიეთ გუნდი:

გულიტი: " ბარსელონამ" ჩვენი მხწევები ჯერ ვერ გაიმეორა"



ლეგენდარული ფეხბურთელის რუდ გულიტის აზრით "ბარსელონას" მოუწევს ზედიზედ ორჯერ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა იმისათვის, რომ საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდად აღიარონ.

გულიტი იყო სწორედ იმ "მილანის" ლიდერი, რომელმაც 1989 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო და მიმდევნო წელს მისი შენარჩუნებაც მოახერხა. მას შემდეგ ამ ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა და რაც მთავარია, ვერც ერთმა გუნდმა დღემდე ვერ შეძლო მისი ზედიზედ ორჯერ მოგება.

"ჩვენ მაშინ ტიტული შევინარჩუნეთ. ასეთი შედეგის გამეორება ახლანდელმა "ბარსელონამაც" კი ვერ მოახერხა, თუმცა უეჭველია, რომ ეს არის დიდებული გუნდი, რომელიც ლამაზი ფეხბურთის პროპაგანდით არის დაკავებული" - ჰოლანდიელმა Soccerway-სთან საუბარში დიეგო მარადონაც გაიხსენა და მას ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელი უწოდა - "მე არ მინახია ცოცხლად, პელეს თამაში. სამაგიეროდ არამარტო ვნახე, არამედ მითამაშია კიდეც მარადონას წინააღმდეგ და მინდა გითხრათ, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდებული ფეხბურთელია. დღეს საუკეთესოები კრიშტიანუ რონალდუ და ლეონელ მესი არიან".​​

 

FCB

0

420
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.