ბოაში: "მოდრიჩის ტრანსფერზე არანაირი ახალი შემოთავაზება არ მიგვიღია"

ბოაში:

30-07-2012, 15:49

ყოველდღიურად, პრესაში ახალ–ახალი ინფორმაცია ჩნდება ლუკა მოდრიჩის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე.

ამ ეტაპზე კომენტარი ანდრე ვილაშ–ბოაშმა გააკეთა, რომელმაც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიტუაცია ბოლო დღეებში შეიცვალა: "ლუკა ისევ ლონდონში ვარჯიშობს. არანაირი ახალი შემოთავაზება არ არის. ჯერ კიდევ არ მიმიღია წინადადება, რომელიც სასურველ თანხასთან ოდნავ მაინც მიახლოვებულია" – განაცხადა ბოაშმა.

"ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ლოდინს. ვნახოთ, როგორ განვითარდება შემდეგში მოვლენები" - დაამატა "ჩელსის" ყოფილმა თავკაცმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით