ზიდანმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

ზიდანმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

31-07-2012, 18:22

ლეგენდალურმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.

სამეფო კლუბის ოფიციალური საიტის განცხადებით, ახალი სეზონიდან ზიზუ რეალის ახალგაზრდულ კლუბს უხელმძვანელებს. მწვრთნელის მოვალეობის შესრულებასთან ერთად, ფრანგი გენიოსი მადრიდის რეალის სპორტული დირექტორის თანამდებობაზეც დარჩება.

ზინედინ ზიდანი რეალში 2001 წელს იუვენტუსიდან გადმოვიდა. სამეფო კლუბმა მის სანაცვლოდ იმ დროისთვის სარეკორდო თანხა 65 მილიონი ევრო გადაიხადა. რეალის მაისურით ზიდანმა საერთო ჯამში 225 მატჩი გამართა და 49 გოლი გაიტანა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით