აირჩიეთ გუნდი:

მანჩინი: "წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება ვან პერსისთან დაკავშირებით"​



ინგლისის ჩემპიონატის მთავარ თემად კვლავ "არსენალის" ფორვარდი, რობინ ვან პერსია. როგორც უკვე არა ერთხელ დაწერიალა სხვადასხვა გამოცემებში - ჰოლანდიელი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, ხოლო "მეთოფეები" მიუხედავად იმ საშიშროებისა, რომ მომავალ წელს რობინი თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება და სრულიად უფასოდ შეძლებს სხვა გუნდში წასვლას, მის გაყიდვას არ ჩქარობენ. მეორეს მხრივ გაუმჯობესებული წინადადებები ლონდონელებს თითქმის ყოველდღიურად მისდით.

პრესაში ამ ინფორმაციის გამოჩენის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" მწვერთნელმა Sky sports-თან საუბარში რობინ ვან პერსის თემასაც შეეხო.

"როდესაც საუბარია "იუნაიტედზე" , "სიტიზე" და "იუვენტუსზე" , ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია გააკეთოს არჩევანი. სამივე ზემოთ ნახსენები კლუბები ეს არის ელიტა და მე წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება ვან პერსისთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვექნებოდა შანსი რობინის ხელში ჩასაგდებად, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებდით, იმიტომ, რომ ის არის ტოპ კლასის თავდამსხმელი. მაგრამ ამ მომენტისთვის პერსი "არსენალის" ფეხბურთელია და ჩემი აზრით ისიც ტოპ კლასის გუნდია. ყველა ფეხბურთელს ისევე, როგორც ვან პერსის ძალიან უჭირს ტოპ კლასის გუნდიდან წამოსვლა".

მანჩინიმ ისიც დაამატა, რომ მისი გუნდისთვის ფეხბურთელის შეძენა რთული საქმეა.

"სიტის უჭირს ფეხბურთელების შეძენა. როგორც კი ჩვენ რომელიმე გუნდს მივმართავთ წინადადებით ისინი მაშინათვე ბერავენ ფეხბურთელის ფასს 30-40 მილიონამდე. ამის გამო ხშირად ჩვენ გვიჭირს ბიზნესის მართვა, თუმცა მე ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ უკეთესად".

სიტიმ ოფიციალურად დაადსტურა, რომ ლონდონურ კლუბთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰოლანდიელის თაობაზე. ინგლისური მედიის ცნობით მანჩესტერულმა კლუბმა კანონირებს ვან პერსის სანაცვლოდ ედინ ჯეკო და 15 მილიონი ევრო შესთავაზა.

როგორც არსენ ვენგერმა განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილებას ლონდონში დაბრუნების შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ,რომ არსენალი თავის კაპიტანს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

 

FCB

0

482
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.