აირჩიეთ გუნდი:

აგერი არსად არ მიდის !



ბოლო რამოდენიმე დღე ინგლისურ პრესაში ”ლივერპულის” მარცხენა მცველ დანიელ აგერის სატრანსფერო ამბებზე წერდნენ, რომ დანიელი უკანახაზელი ”მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდებოდა, თუმცა…

პრემიერლიგის ჩემპიონებმა მერსისაიდელებს ორი წინადადებით მიმართეს, აგერი გვინდაო, თუმცა ”წითლებისგან” ისტლენდელებმა ორივეჯერ მკვახე უარი მიიღეს.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ აგერში, რომელიც ისტლენდელებს მათი კლუბიდან წასული კოლო ტურეს შემცვლელად ესახებად, არც ისე ცოტას იხდიდნენ. თავიდან ”ლივერპული” 13 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვდა, თუმცა შემდეგ ეს ციფრი კიდევ სამით გაიზარდა.

სხვათა შორის, ”წითლების” თავკაცმა ბრენდან როჯერსმა თქვა, დანიელი მარცხენა ფლანგელის წასვლა მაინცდამაინც არ მადარდებსო…

 

FCB

0

382
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.