ჰაინკესი:” ბოატენგს შეცდომის უფლება აღარ აქვს”

უცხოური ფეხბურთი 01-აგვ, 04:159 FCB 854 0





მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელმა მოუწოდა მცველებს,რომ მათ სერიოზული შეცდომები უნდა დაძლიონ, ამის თავიდან ასაცილებლად კი დიდი რაოდენობით ვარჯიშია საჭირო. ცოტა ხნის წინ პრესამ ძალიან გააკრიტიკა “ბაიერნის” ერთ-ერთი მცველი კერძოდ ჟერომ ბოატენგი. მათ განაცხადეს, რომ “ბოა” ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ძალიან მნიშვნელოვან მატჩებში. ჰაინკესმა კი პრესას განუცხადა, რომ ბოატენგი დღითი დღეს პროგრესირებს და იგი კვლავ ისეთი მცველი იქნება რაც ჩვენ ადრინდელიდან გვახსოვსო.

იუპ ჰაინკესი: “ჟერომ ბოატენგი შეამცირებს შეცდომებს, ამაში მე დარწმუნებული ვარ, მასზე კრიტიკა ამ ბოლო დროს გახშირდა და მე როგორც ვატყობ ბოატენგი ვარჯიშებზე უფრო მონდომებულად იხარჯება და ამას მე ვუფასებ. უბრალოდ მას შეცდომების დაშვების უფლება აღარ აქვს რადგან იგი “ბაიერნში” თამაშობს.

ბოატენგმა გერმანიის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუშვა შეცდომები, მაგრად მე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ბოატენგის გვჯერა და ვენდობით,-განაცხადა იუპ ჰაინკესმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018