აირჩიეთ გუნდი:

პეპე: მხოლოდ კაკამ იცის თუ სად წავა იგი



მოგეხსენებათ, რომ მადრიდის რეალში ძალიან აქტიურად განიხილება კაკას წასვლის საკითხი, თუმცა ბრაზილიელი ჯერ-ჯერობით მადრიდელია.

მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა პეპემ, განაცხადა, რომ მხოლოდ კაკამ იცის თუ სად წავა იგი. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელთან მილანი აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს და შესაძლოა მომავალი სეზონიდან კაკა კვლავ სან სიროზე ვიხილოთ.

“მე მოხარული ვარ იმით, რომ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელთან მომიწია მატჩების ჩატარება, როგორიც კაკაა. მსურს, რომ ის კვლავ ჩემი თანაგუნდელი იყოს, თუმცა მხოლოდ მან იცის, თუ სად გააგრძელოს კარიერა.” – განაცხადა პეპემ

შეგახსენებთ, რომ კაკა რეალში 2009 წელს, მილანიდან 68 მილიონ ევროდ გადავიდა.

 

FCB

1

387

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ვა ნახეთ რა ბრძნული აზრი უთქვამს
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.