აირჩიეთ გუნდი:

კომპანის ექვსი ტიტული უნდა!



”მანჩესტერ სიტის” ცენტრალურმა მცველმა ვენსან კომპანიმ თქვა, რომ მას ექვსი ტიტულის მოგება სურს თავისი გუნდის შემადგენლობაში – წერს ”სანი”. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი უკანახაზელის მიმართ ინტერესს კატალონიის ”ბარსელონა” იჩენდა, თუმცა კომპანიმ, რომელმაც წლევანდელ მაისის თვეში თავს ზემოთ პრემიერლიგის თასი აღმართა, ისტლენდელებთან ახალი 6-წლიანი ხელშეკრულებაა გააფორმა.

კომპანი:” სამწუხაროდ, 20 წელი მაღალ დონეზე თამაშს ვერ შევძლებ, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ 10 სეზონი ისე ვიასპარეზო, რომ ვთქვა, ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე-თქო.

მე კლუბთან ახალი, კერძოდ კი 6-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, სადაც ექვსი სეზონია და ამდენივე ტიტულის მოგების შესაძლებლობაა და იცით, რაშია საქმე? მე ყველა ეს ტიტული მინდა!

რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ მე ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ”.

 

FCB

2

353

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: G.G.M.U  

Moindoma Mtvareze Mojma :D :D

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

აიღებს მერე
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.