აირჩიეთ გუნდი:

ანრი: "ვიმედოვნებ, რომ ვან პერსი დარჩება"​



არსენალის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან კვლავ არსენალზე და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ნიუ-იორკ რედ ბულსის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ ჰოლანდიელი არსენალში დარჩება.

"არ ვიცი, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები არსენალის ხელმძღვანელობასა და ვან პერსის შორის. როგორც არსენალის გულშემატკივარი მსურს, რომ რობინი დარჩეს. შესანიშნავი იქნება, თუ ის თავისი კარიერის ბოლომდე არსენალის ფეხბურთელი იქნება.

მეორეს მხრივ, ფეხბურთელები მიდიან და მოდიან. ეს ასე ხდება. როდესაც მე არსენალი დავტოვე, გულშემატკივრები ტიროდნენ, მაგრამ არსენალმა შემდეგ წელი თავდაჯერებულად და კარგად ჩაატარა."

ტიერი ანრი ჟურნალისტებს უილშერზეც ესაუბრა. ფრანგმა აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელოდება ჯეკის გამოჯანმრთელებას და იგი უილშერს წარმატების გასაღებს მიიჩნევს.

" პირველ რიგში ჯეკი არსენალის გულშემატკივარია და მისი ყოფნა გასახდელში ძალიან ბევრს ნიშნავს გუნდისთვის. ამის გარდა ის ინგლისელი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მე ის ჩემს თავს მახსენებს როდესაც პირველად მოვედი გუნდში, მაშინ ჯერ კიდევ ძველი არმია არ იყო შეკრებილი. ძალიან სამწუხაროა მისი ასეთი ტრავმა, მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მინდა რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და ჩაიცვას თავისი საყვარელი გუნდის მაისური".

ანრიმ ასევე კომენტარი გააკეთა ვენგერის განცხადებაზე. შეგახსენებთ არსენ ვენგერმა ჯეკის და დიაბის დაბრუნება ორი ახალი ფეხბურთელის დამატების ტოლფასიაო.

"მე მოვისმინე რაც ვენგერმა განაცხადა და მინდა გითხრათ, რომ ის მართალია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჯეკის და დიაბიც ახალ სეზონში შეძლებენ გუნდის დახმარებას. არტეტა მოედნის ცენტრში შესანიშნავია, თუმცა დიაბიც და ჯეკის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის".

 

FCB

0

452
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.