"მალაგა" იყიდება

3-08-2012, 12:47

გამოცემა marca-ს ცნობით "მალაგას" მფლობელი აბდულა ბენ ნასერ ალ-ტანი გუნდის გაიდვას აპირებს.

ამავე გამოცემის ცნობით გუნდის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუს და უკრაინელ ბიზნესმენებთან მიმდინარეობს. ახლო მიმავალში კლუბი თავის ლიდერებს გაყიდის და მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინსაც დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად წარმატებული სეზონისა, "მალაგას" ფეხბურთელები უკვე რამდენიმე თვეა რაც ხელფასს ვერ იღებენ. წინა სეზონში ამ გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა, თუმცა ამ კლუბის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 574ავტორი: iventusi_rati
აა გაუჭირდა შეიხებს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით