ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ სილვამ განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი ანდრეს ინიესტა არის მსოფლიოში საუკეთესო და ჯობია მესის და რონალდოს.
"ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან თუ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, მესი თუ რონალდო... მაგრამ მე სულ სხვა აზრის ვარ. ჩემთვის უკვე ნათელია: ნომერი პირველი მსოფლიოში ანდრეს ინიესტაა. ის ჩემი თანაგუნდელია და ვარჯიშებზე კარგად ვხედავ რამხელა პროფესიონალთან ერთად ვთამაშობ. მატჩებზე მას შეუძლია გაცილებით უკეთესი ფინტის გაკეთება და ის ძალიან კარგად ხედავს თამაშს.
ამასთან ერთად ის შესანიშნავი ადამიანია და ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ნაკრებში. პირადად არც რონალდოს და არც მესის არ ვიცნობ, მაგრამ ინიესტაზე გეტყვით, რომ იგი საუკეთესო ხასიათის მქონე ფეხბურთელია, რაც დამეთანხმებით აუცილებელია პროფესიონალისთვის." ციტირებს სილვას ESPN.

ნახეთ როგორ შეასრულა კოუტინიომ თერთმეტმეტრიანი...
ნახეთ როგორი გოლი გაუტანა ინიესტამ "სევილიას" -...
ატირებული ანდრეს ინიესტა - ლეგენდა "ბარსელონას"...
ყველაფერი ATP მონტე კარლოს ფინალის შესახებ -...
დროგბამ სალაჰს რეკორდის დამხობა გულთბილი...
დიდიე დროგბამ სალაჰის შესახებ ემოციურად ისაუბრა...