უცხოური ფეხბურთი
ლინდეგაარდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

”მანჩესტერ იუნაიტედის” მეორე გოლკიპერმა ანდერს ლინდეგაარდმა, რომელიც გასულ სეზონში არცთუ იშვიათად გამოდიოდა მოედანზე, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ახლა დანიელი კიპერი მანკუნიანელთა რიგებში 2016-წლამდე იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ლინდეგაარდი ”იუნაიტედს” 2011 წლის იანვარში შეუერთდა და გასულ სეზონში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, თუმცა მერე მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.

გახარებული ლინდეგაარდი ამბობს: ”მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ კლუბი და მენეჯერი ასე მენდობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ კონტრაქტს არავინ შემომთავაზებდა, რასაც უდიდესი სიხარულით მივეცი თანხმობა”.








კომენტარის დამატება