აირჩიეთ გუნდი:

დიეგოს “ვოლფსბურგში” დარჩენა უხარია



არცთუ ცოტა ხანს იყო გარჩევები გერმანულ პრესაში იმის თაობაზე, დარჩება ”ვოლფსბურგში” თუ ისევ იჯარის წესით გაატარებს ”ატლეტიკოში” სეზონს ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო.

თავად ”ვოლფების” თავკაცმა ფელიქს მაგათმა დაადასტურა, დიეგო ჩვენთან რჩებაო, ამით კი სამხრეთამერიკელი ძალიან ბედნიერია.

დიეგომ ”ვოლფსბურგერ ალემანიე ცაითუნგს” განუცხადა: ”ეს ჩემი ოჯახია და საერთოდ, ყოველთვის ბედნიერი ვიყავი გერმანიაში — ამიტომაც, აქ დაბრუნებით ყველანი ძალიან გახარებულნი ვართ და მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც.

მე ”დესპოტი ფელიქსის” ბოდიში მივიღე გასულ სეზონში მომხდარი კონფლიქტის გამო, რის შედეგადაც კლუბის დატოვება მომიწია, თუმცა ახლავე დაგარწმუნებთ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ”ვოლფსბურგში” მეორე შანსი მომეცა და ისიც გასახარი ფაქტია, რომ გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა მენდობა. ამ ნდობის გამართლებას კი მე მინდორზე შევეცდები და რა თქმა უნდა, კლუბს ევროზონაში მოსახვედრად დიდი დახმარება უნდა გავუწიო”.

 

FCB

0

478
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.