ვლაარი “ასტონ ვილაში” გადასვლით ბედნიერია

უცხოური ფეხბურთი 06-აგვ, 21:499 FCB 720 0






ჰოლანდიის ნაკრებისა და როტერდამის ”ფეიენოორდის” მცველი რონ ვლაარი ამიერიდან ბირმინგემის ”ასტონ ვილაში” იასპარეზებს და ამ გუნდში გადასვლით თავარ ვლაარი საკმაოდ ბედნიერია.

”სქაი სპორტსთან” ინტერვიუში ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თქვა: ”აქამდე პრემიერლიგაში თამაში ჩემი აუხდენელი ოცნება იყო, ”ასტონ ვილა” კი იდეალური ადგილია კარიერის გასაგრძელებლად.

ვლაარი: კლუბს უბრალოდ ფანტასტიკური სტადიონი აქვს! არა, რა თქმა უნდა, ”ფეიენოორდსაც” მშვენიერი არენა აქვს, მაგრამ მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც პირველად გამოვალ ”ვილას” მაისურით ”ვილა პარკზე” სათამაშოდ.

ადრე ძალიან ხშირად მაწუხებდა სერიოზული ტრავმები და ზოგი იმასაც ამბობდა, ეს ბიჭი ფეხბურთზე გულს აიცრუებსო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ჩემი საქმე სიგიჟემდე მიყვარს და ტრავმებსაც უკვე შევეჩვიე — ამის გამო თანაგუნდელებმა ზედმედსახელად ”ბეტონიც” კი შემარქვეს”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018