მანჩინი: “ჩელსისთან” შეხვედრა ურთულესი იქნება

უცხოური ფეხბურთი 06-აგვ, 21:509 FCB 731 0





”მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჩვენს ინგლისელ კოლეგებთან გუნდის წინასასეზონო მზადებასა და ”ქომუნითი შილდზე” ”ჩელსისთან” მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

რობერტომ კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა: ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ”ვოლფსბურგის” დამარცხება მოვახერხეთ. კი ბატონო, ის ამხანაგური კალიბრის იყო, თუმცა ეს ძალზე ბევრს ნიშნავდა ”ქომუნითი შილდის” მატჩისათვის მოსამზადებლად.

განსაკუთრებით კი ის ფაქტი მახარებს, რომ რამოდენიმე საკვანძო ფიგურის გარეშე გავიმარჯვეთ. ევორპის ჩემპიონატმა ჩვენ მომზადებაში გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა, რადგან გუნდი სრული შემადგენლობით მხოლოდ სამშაბათს შეიკრიბება.

რაც შეეხება ”ჩელსისთან” მატჩს, ის ურთულესი იქნება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოსდაბოლოს ისინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულნი არიან.

ამ მატჩისთვის კარგად მოსამზადებლად ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს დრო სრულიად გვეყოფა”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა