აირჩიეთ გუნდი:

იუჰამ შურლე: ჩემი შვილი არსად აპირებს წასვლას



იტალიურ პრესაში გაჩნდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ თითქოს, ”ლევერკუზენის” თავდამსხმელი ანდრე შურლე მილანის ”ინტერში” გადადის, მაგრამ ეს ხმები უარყო თავად ფეხბურთელის მამამ.

სხვათა შორის, ამ ზაფხულს შურლეს გადაბირება ”ინტერის” გარდა, სხვა ევროპულ გრანდებსაც სურდათ მიუნხენის ”ბაიერნისა” და ლონდონის ”ჩელსის” სახით, თუმცა როგორც ფეხბურთელის მამა ამბობს, მისი ვაჟი ბედნიერია ”ბაიერში” და ”ფარმაცევტებიდან” აბარგებაზე არც კი ფიქრობს.

იოაჰიმ შურლე ამბობს: ”შურლეს ”ლევერკუზენში” სურს ასპარეზობა და ეგრეც რომ არ იყოს, კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს ამ კლუბთან.

რაც შეეხება მის ”ინტერში” გადასვლას, წარმოდგენა არ გვაქვს, რა სახის ინტერესები აქვთ მილანელებს, რადგან ოფიციალური წინადადება არსად მოგვსვლია, ჩვენ აქ ბედნიერები ვართ და წასვლას არც ვაპირებთ !”.-მოუჭრა “მამიკომ”.

 

FCB

0

430
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.