აირჩიეთ გუნდი:

ასპილიკუეტა: პსჟ ჩემპიონატის ფავორიტია



წარსულში ”ოსასუნას” ამჟამად კი ”მარსელის” განაპირა მცველის სეზარ ასპილიკუეტას აზრით, პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი არიან, განსაკუთრებით ისეთი კლასის ფეხბურთელების შეძენის შემდეგ, როგორიც იბრაჰიმოვიჩია.

” პსჟ-ს ლიგა 1-ის ტიტულის მოგებისთვის კარგი შანსი აქვს. მათ დიდი ფულადი ინვესტიცია ჩადეს გუნდში, შეიძინეს უმაღლესი დონის ფეხბურთელები გასაოცარ ფასად და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბეს. მათ ახლა უამრავი ტალანტი ჰყავთ”

”ახალი ფეხბურთელები წაადგებიან ჩემპიონატს, მისი დონე გაუმჯობესდება და ახლა ნამდვილად ყველასთვის რთული იქნება მასში წარმატებულად ასპარეზობა.”-განუცხადა 22 წლის ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტს.

როდესაც ასპილიკუეტას ჰკითხეს იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაშის შესახებ მან ასე უპასუხა: ”ეს რთულია, ის არის მოთამაშე ჯოჯოხეთიდან”

”მარსელი” კი თავის პირველ მატჩს, 12 აგვისტოს გასვლაზე ”რეიმსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

FCB

0

477
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.