აირჩიეთ გუნდი:

ოფიციალურად: კასორლა არსენალის ფეხბურთელია



დღეს ოფიციალურად გაფორმდა ”მალაგას” 27 წლის ფლეიმეიქერის სანტი კასორლას ტრანსფერი ლონდონის ”არსენალში”, რომელიც ”მეთოფეებს” 16 მილიონი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ ეს ”არსენალის” უკვე მესამე საკმაოდ კარგი შენაძენია — კასორლამდე ლონდონელებმა ოლივიე ჟირუსა და ლუკაშ პოდოლსკის ტრანსფერები გაჩარხეს. კასორლას დებიუტი კი კვირას ”კიოლნთან” ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

თავკაცმა არსენ ვენგერმა თქვა: ”ეს ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც უკვე უდიდესი გამოცდილება აქვს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. იგი უნივერსალია, რომელსაც ფლანგებზეც შეუძლია ნახევარდაცვაში თამაში და ცენტრშიც. ის ტექნიკურია, პასის შესანიშნავი ალღო აქვს და თამამად ვიტყვი იმას, რომ ჩვენს გუნდს საკმაოდ გააძლიერებს”.

კასორლას ესპანეთის ნაკრებში 45 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც 2008 წელს ევროპის, 2010-ში კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კარგა ხანს სანტი ”ვილიარეალში” ასპარეზობდა, თუმცა შარშან ზაფხულს ”მალაგას” მიაშურა.

თავად ფეხბურთლმა თქვა: ”მე ძალიან ბედნიერი ვარ ”არსენალში” გადასვლით. ეს არის კლუბი, რომელსაც მაგარი ფეხბურთელები ჰყავს, აქვს ბრწყინვალე სტადიონი და ჰყავს შესანიშნავი ფანები. ამ კლუბს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უდგას სათავეში და მათი სათამაშო სტილი მთელმა მსოფლიომ იცის.

ეს მართლაც დიადი კლუბია და მე ყველაფერს ვიზამ, რომ ასეთ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. კარგად მახსოვს: როდესაც ”მალაგაში” ვთამაშობდი, მაშინაც იყო ”არსენალიდან” დაინტერესება, თუმცა მაშინ კლუბმა არ გამიშვა.

 

FCB

0

584
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.