აირჩიეთ გუნდი:

ვიზეს სურვილი "ვერდერის" გასწრებაა



''ჰოფენჰაიმის'' ახალწვეული მეკარე ტიმ ვიზე მიიჩნევს, რომ მის ამჟამინდელ კლუბს სრულიად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ყოფილ გუნდ ''ვერდერზე'' მაღალი ადგილი დაიკავოს ბუნდესლიგაში.

ვიზემ ''ბილდს'' განუცხადა: ''ძალიან მინდა, რომ ჩემმა ამჟამინდელმა კლუბმა ''ვერდერზე'' მაღალი ადგილი დაიკავოს ბუნდესლიგაში. დარწმუნებული ვარ, რომ ევროზონაში მოსახვედრად ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები ვიქნებით.

''ჰოფენჰაიმში'' სავარჯიშოდ ბრწყინვალე პირობებია შექმნილი — ასევე აქ ბრწყინვალე კომპანია და ახალგაზრდა მოთამაშეები არიან თავმოყრილნი, რაც ძალიან კარგია''.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ვიზემ ''ვერდერთან'' ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე აური განაცხადა და ''ჰოფეს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

Загрузка...
 

FCB

0

565
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.