აირჩიეთ გუნდი:

ლიორენტეს “ატლეტიკთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა



ცნობილია, რომ ლიორენტემ უარი განაცხადა ბასკურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. გავრცელდა ჭორებიც, რომ ფეხბურთელით “იუვენტუსია” დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ “ბებერი ქალბატონი” უკვე დიდი ხანია შეტევის გაძლიერებისთვის შესაფერის ვარიანტს ეძებს, ლიორენტე კი შესაძლოა სწორედ ასეთი გამოდგეს.

ფეხბურთელის ამჟამინელი კონტრაქტი 2013 წლამდეა გათვლილი. ტურინული გრანდი ფერნანდოში 20 მილიონ ევროს იხდის. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ლიორენტე “ატლეტიკის” ფანების საყვარელ მოთამაშედ ითვლება. მან ბასკური გუნდის რიგებში 298 შეხვედრა ჩაატარა და 110 გოლი გაიტანა, ამიტომ შეიძლება ზემოთ აღნიშნული თანხა გაიზარდოს.

 
Реклама

FCB

0

480
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.