აირჩიეთ გუნდი:

Preview: ბარსელონა–რეალი



დღეს მორიგი "ელ კლასიკო" გაიმართება და გულშემატკივრებიც მორიგი შესანიშნავი შეხვედრის მოლოდინში არიან. ორი ესპანური გრანდი ერთმანეთში ამ ქვეყნის სუპერ თასის მფლობელს გაარკვევენ. პირველი შეხვედრა "კამპ ნოუზე" 23 აგვისტოს საქართველოს დროით 00:30 სთ–ზე გაიმართება.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის "რეალმა" შეძლო და დაამხო კატალონიელთა ჰეგემონია, გასულ სეზონში "რეალმა" საჩემპიონო გამარჯვება სწორედ "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში მოიპოვა. ამიტომ კატალონიელებს ხვალინდელ შეხვედრაში ნამდვილად აქვს რევაში ასაღები.

ზაფხულში "ბარსელონამ" ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა, გუნდმა იყიდა მცველი ალბა და ნახევარმცველი სონგი, რაც შეეხება "რეალს" , მადრიდელებს რა უცნაურიც არ უნდა იყოს პირველი გუნდისთვის ფეხბურთელი არ უყიდიათ, გუნდმა ჯერაც ვერ შეძლო მოდრიჩის თავის რიგებში გადაყვანა. უნდა ითქვას, რომ კატალონიურმა გუნდი უფრო გაძლიერდა ამ ზაფხულს, ვიდრე მადრიდული, თან "ბარსელონას" დავიდ ვილიაც დაუბრუნდა.

საინტერესო ფაქტები


1. "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს 220–ჯერ შეხვედრილან, აქამდეს კატალონიელებმა 86 შეხვედრა მოიგეს, მადრიდელებმა კი 87.

2. გასულ 8 შეხვედრაში , 4 მატჩი "ბარსელონამ" მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, ერთხელ კი "რეალმა" იმარჯვა.

3. "ბარსელონა" ბოლო სამი სეზონი არ თმობს სუპერ თასს, 2011 წელს "რეალს" აჯობეს, 2010 წელს "სევილიას" , 2009 წელს კი "ბილბაოს".

4. 19 კლასიკოში ლიონელ მესიმ 13 გოლი გაიტანა, ის კატალონიელების მხრიდან მხოლოდ სეზარ როდრიგეს ჩამორჩება–14 გოლი.

5. ჟოზეს "რეალმა" "კამპ ნოუზე" 4 შეხვედრა ჩაატარა: 1 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი

6. რონალდუს "ბარსელონას" კარში 6 გოლი აქვს გატანილი

სავარაუდო შემადგენლობა


"ბარსელონა": ვალდესი, ალვეში, მასკერანო, პუიოლი, ალბა , ბუსკეცი , ხავი, ფაბრეგასი , პედრო , ინიესტა, მესი.

"რეალი": კასილასი, არბელოა, ალბიოლი, რამოსი , მარსელო , ალონსო, ხედირა, დი მარია, ოზილი , რონალდუ, იგუაინი.

წყარო: Goal.CoM  

10

1628

{awards}

{awards-link}

#10

ავტორი: Wertil^  

კუშებზე არასოდეს უნდა ითამაშო ;)

{awards}

{awards-link}

#9

ავტორი: Richie  

iventusi_rati,
იქნება ევრო სპორტზე?

{awards}

{awards-link}

#8

ავტორი: iventusi_rati  

სად უნდა უყუროთ კლასიკოს მე ევრო სპორტზე.

{awards}

{awards-link}

#7

ავტორი: Sportnews  

5 მდე ჰქონდა რეალს კუში წინა კლასიკოზე და მოიგო

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#6

ავტორი: Richie  

datopagava23,
მაგ კუშებისთვის რომ დაგვეჯერებინა ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს რეალი ბარსა უნდა ყოფილიყო და ფილანში, სადაც ჩელსი და ბაიერნი გავიდნენ უნდა მოეგო ბავარიას. ასე რომ ეგ არაფერს ნიშნავს

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: datopagava23  

ციტატა: RichIe_blacKburen
ეგ არაფერს არ ნიშნავს. რეალს 2009ში რონალდუ კაკა ალონსო ბენზემა ალბიოლი ყავდა ნაყიდი მაგრამ ბარსასთან რამე ქნა? მეორეც პეპე კარგადაა და 50% ით ითამაშებს თავის შეხვედრას. და კიდევ ტიტოს მოსვლის შემდეგ ბარსამ საერთოდ სხვა სტილში დაიწყო თამაში ბურთის ფლობა საერთოდ დაივიწყა კონტრშეტევებზე დაიწყო თამაში და რეალი უკვე ისეა შეთამაშებული მოუს ხელში რო ასე მარტივად არ ექნება საქმე ბარსელონას. ასე რო გინდ კამპ ნოუზე გინდ ბერნაბეუზე რეალი ფავორიტის სტატუსით უნდა გამოდიოდეს ჩემი აზრით

ყველაფერს კუშები ასახავს მსოფლიო ტოტალიზატორის. ბარსას - 1.85 რეალს - 4.4 ზე ნაკლები არ ააქვს

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: Richie  

datopagava23,
ეგ არაფერს არ ნიშნავს. რეალს 2009ში რონალდუ კაკა ალონსო ბენზემა ალბიოლი ყავდა ნაყიდი მაგრამ ბარსასთან რამე ქნა? მეორეც პეპე კარგადაა და 50% ით ითამაშებს თავის შეხვედრას. და კიდევ ტიტოს მოსვლის შემდეგ ბარსამ საერთოდ სხვა სტილში დაიწყო თამაში ბურთის ფლობა საერთოდ დაივიწყა კონტრშეტევებზე დაიწყო თამაში და რეალი უკვე ისეა შეთამაშებული მოუს ხელში რო ასე მარტივად არ ექნება საქმე ბარსელონას. ასე რო გინდ კამპ ნოუზე გინდ ბერნაბეუზე რეალი ფავორიტის სტატუსით უნდა გამოდიოდეს ჩემი აზრით

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: datopagava23  

ბარსამ უნდა მოუგოს წესით იმიტომ, რომ ჯერ იმით დავიწყოთ რეალს ვაფშე არავინ უყიდია ხოლო ბარსამ რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი იყიდა ამით ცოტა მაინც პროგრესი განიცადა, მეორეს მხრივ კასილასის სიდებილობით პეპე დაიმტვრა და ესეც მაგარი ტანაკლისი იქნება, მესამეს მხრივ თამაში კამპნოუზეა =) თუ არ ჩააწყეს მაშინ ბარსამ უნდა მოიგოს =)

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Sportnews  

ვნახოთ , ჰალა მადრიდდ

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ბარსა დედას უტირებს .
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.