რა ტაქტიკას აირჩევს მოუ ბარსელონასთან?

რა ტაქტიკას აირჩევს მოუ ბარსელონასთან?

23-08-2012, 11:14

დღეს ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს "რეალი" და ტიტო ვილანოვას "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. საინტერესოა რა ტაქტიკას აირჩევს პორტუგალიელი მწვრთნელი.

ჟოზე მოურინიო, რომ 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს უეჭველია, მაგრამ საკითხავია, ამ ტაქტიკაში რა ადგილს დაიკავებს გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. ექსპერტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ პორტუგალიელი ჩვენ პოზიციაზე ითამაშებს ანუ ფლანგზე, ცენტ ფორვარდის პოზიციაზე იგუაინი ან ბენზემა მოგვევლინება, მეორე ფლანგზე ადგილს კი დი მარია დაიკავებს. ჩვეულ პოზიციაზე იასპარეზებს მესუთ ოზილიც, რომელსაც სავარაუდოდ ხედირა და ალონსო დაეხმარებიან. დაცვაში ორი კანდიდატურა უეჭველია, მარჯვება ფლანს არბელოა ჩაიბარებს, რამოსი თავის ჩვეულ პოზიციაზე იასპარეზებს, აი ვინ შეუწყვილდება რამოსს და ვინ დაიკავებს მარცხენა ფლანგზე ადგილს ეს საკითხავია. სავარაუდოა, რომ პეპე არ ითამაშებს და მის ადგილს ალბიოლი დაიკავებს, მარცხენა მცველად კი უნდა ვივარაუდოთ, რომ კოენტრაუ მოგვევლინება.

ასევე არიან ექსპერტთა მეორე ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რონალდუ დღეს ცენტ ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს, მის ადგილს ოზილი დაიკავებს , დი მარია თავის პოზიციაზე დარჩება, ოზილის ადგილს კი კაკა შეავსებს. მართლაც, საინტერესოა, როგორი ტაქტიკით ითამაშებს დღეს "რეალი" "კამპ ნოუზე".

მატჩის ხილვა შეგეძლებათ აქ >>> http://live.esport.ge/live-broadcasts/802-barcelona-real-madrid-live.html

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 574ავტორი: iventusi_rati
RichIe_blacKburen,დაცვაში ჩადგება და კონტრზე ითამაშებს.
# 872ავტორი: Richie
ჩვეულებრივად ითამაშებს ჩემი აზრით არაფერი განსაკუთრებული. მემგონი ბენზემას დააყენებს მაგან უფრო იცის ბარსასთან თამაში ჩემი აზრით ვიდრე გონსალომ
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით