აირჩიეთ გუნდი:

ბარსელონა 3-2 რეალი-ყველაფერი მადრიდში გადაწყდება ( + გოლები)



გუშინდელი "ელ კლასიკო" ბოლო დროინდელ "ელ კლასიკოებს" ნაკლებად გავდა, არ იყო აგრესია, უხეშება, ყვითლების ცვენა, ყოველივე ეს კი ნამდვილად არ იყო ურიგო, რადგან ფეხბურთელები ფეხბურთს თამაშობდნენ და არა კრივს მართავდნენ, რაც ბოლო დროს ძალიან გახშირდა "კლასიკოებში".

შეხვედრის პირველ ნახევარს აშკარად ეტყობოდა, რომ სეზონის მხოლოდ მეორე შეხვედრა იყო გუნდებისთვის და არც ერთი გუნდის ფეხბურთელებიც არ არიან ფორმის პიკში , პირველ ნახევარში ჩვეულად "ბარსელონა" ფლოფბდა ბურთს, "რეალი" კი ცდილობდა სწრაფი კონტრშეტევები განეხორციელებინა. პირველ 45 წუთში სახიფათო მომენტად მხოლოდ ორჯერ მესის დარტყმა შეგვიძლია ჩავთვალოთ , მეტი პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა , საერთო ჯამში, I ტაიმმა უკეთესი ბრძოლის ხილვის სურვილი დაგვიტოვა.

მეორე ტაიმი კი ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა, ბოლო-ბოლო მეორე 45 წუთში ხო 5 გოლი გავიდა. 55-ე წუთზე შევხედრის პირველი გოლი გავიდა , როდესაც ოზილის ჩამოწოდებულ კუთხურზე თავით რონალდუმ ითამაშა და ანგარიში გახსნა. ეს პორტუგალიელისთვის 7-ე გოლია "კლასიკოებში".

ტიტო ვილანოვას გუნდი არ დაბნეულა და ზუსტად წუთ-ნახევარში "ბარსამ" გაათანაბრა. ხავიერ მასკერანოს შორეული პასით პედრო კასილიასის პირისპირ გავიდა და გაიტანა - 1:1.

70 წუთზე "რეალის" საჯარიმოში რამოსმა ანდრეს ინიესტა წააქცია, დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა ლეონელ მესიმ, შეხვედრაში თავისი გუნდი დააწინაურა და "კლასიკოებში" 14-ე გოლი გაიტანა.

78-ე წუთზე კვლავ შესანიშნავად ითამაშა ანდრეს ინიესტამ, პირისპირ გაიყვანა კასილასთან ხავი, ამ უკანასკნელმა კი შეხვედრის მეოთხე გოლი გაიტანა.

85-ე წუთზე ანგარიში შეიძლება 4-1 გამხდარიყო, მაგრამ პირიქით 3-2 გახდა, ლიონელ მესის დარტყმა კასილასმა მოიგერია, "რეალმა" ჩქარი კონტრშეტევის განხორციელება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ბურთი ვალდეს მოუვიდა, რომელმაც მთელ მადრიდს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკათა, როდესაც დი მარიასთან ბურთი დაკარგა და არგენტინელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც მადრიდში გაიმართება.

"ბარსელონა" 3-2 "რეალი"
გოლები: პედრო 57, მესი 70 (პენალტი), ჩავი 78 - რონალდუ 55, დი მარია 85

"ბარსელონა": ვალდესი - ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ბუსკეტსკი, ჩავი (ფაბრეგასი 84), ინიესტა - პედრო (ალბა 89), მესი, სანჩესი (ტელიო 72)

"რეალი": კასილასი - არბელოა, რამოსი, ალბიოლი, კოენტრაო - ალონსო, ხედირა - კალეხონი (დი მარია 66), ოზილი (მარსელო 82), რონალდუ - ბენზემა (იგუაინი 61)

გაფრთხილება: მასკერანო - ალონსო, არბელოა, ალბიოლი

 

2

2411

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

მადრიდში გადაწყდება არა ისა წელს თასი ბარსასია. ერთი თავით აჯობა.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Richie  

აი რატომ უნდა დააყენო დი მარია და არა კალეხონი ჟოზე
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.