აირჩიეთ გუნდი:

ბუნდეს ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო



გერმანიის ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბორუსიის "დორტმუნდმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, სინის მფლობელებმა პირველ ტურში "ვერდერი" დაამარცხეს 2:1.

შეხვედრაში ანგარიში "დორტმუნდის" კიდევ ერთმა "ოქროს ბიჭუნამ" მარკო როისმა გაიხსნა, გერმანელი მეკარესთან პირისპირ გავიდა და სადებიუტო შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. 75-ე წუთზე "ვერდერმა" გათანაბრება შეძლო, თუმცა 6 წუთში უკვე მეორე "ოქროს ბიჭუნამ" მარიო გიოტცემ გაიბრწყინა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

დორტმუნდი - ვერდერი 2:1 (1:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, კირხი (პერიშიჩი 83), ჰუმელსი, შმელცერი, ბლაშიკოვსკი, კელი, გროსკროიცი (გიოტცე 78), გუნდოგანი (ლეიტნერი 71), ლევანდოვსკი, როისი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ვერდერი: მილიცი, ფრიცი, პაპასტატოპულოსი, პრიოდლი, სელასი, იუნუზოვიჩი, ელია, ჰანტი (ფულკრუგი 86), იგნიოვსკი (პეტერსენი 66), დე ბრეინე, არნაუტოვიჩი.
მწვრთნელი: ტომას შააფი
გოლები: 1:0 როისი (11), 1:1 სელასი (75), 2:1 გიოტცე (81)
გაფრთხილებები: გუნდოგანი (21), კელი (62) - იგნიოვსკი (28), იუნუზოვიჩი (59)
კარში დარტყმა: 15 (6) – 9 (4) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 2- 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 2 – 4

წყარო: LivesPoRT.Ru  

2

746

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

რაულიტო,მე არა რადგან მიუხენი მეცოდება.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Sportnews  

დირტმუნდა გამიხარდება წელსაც თუ გახდება ჩემპიონი

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.