უცხოური ფეხბურთი
ჩელსი პრემიერლიგას ლიდერობს

გუშინ პრემიერლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა, მაგრამ გარკვეული მიზეზთა გამო ეს ლონდონის "ჩელსის" მესამე შეხვედრა იყო და "არისტოკრატებმაც" მესამე გამარჯვება მოიპოვეს.

"ჩელსი" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" დაამარცხა 2:0. პირველი გოლი "არისტოკრატების" მხრიდან თერთმეტმეტრიანით ედინ აზარმა გაიტანა, მეორე გოლი კი ფერნანდო ტორესის ანგარიშზეა.

ჩემპიონატს "ჩელსი" 9 ქულით ლიდერობს, მას მოსდევს "სვან სიტი" და "ევერტონი" 6 ქულით , მაგრამ ამ ორ გუნდს "ჩელსიზე" ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია "მანჩესტერის" გამარჯვება, რომელმაც "ფულემი" 3-2 დაამარცხა. შეხვედრაში თავის პირველი "მანჩესტერული" გოლის გატანა ვან პერსიმაც შეძლო.

გუშინდელი შეხვედრები

"სვან სიტი" 3-0 "ვესტ ჰემი"
"ასტონ ვილა" 1-3 "ევერტონი"
"მანჩესტერი" 3-2 "ფულემი"
"ნორვიჩი" 1-1 "ქპრ"
"საუთჰემპტონი" 0-2 "ვიგანი"
"ტოტენჰემი" 1-1 "ვესტ ბრომი"
"ჩელსი" 2-0 "ნიუკასლი"












კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 21.07.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 574 комментария
  • 29 публикаций
^
რაულიტო,არ დაგავიწყდეს სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი. იუნაიტედს მერე უყვარს ათამაშება.

  • Sportnews

  • 26 აგვისტო 2012 10:55
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5459 публикаций
^
აზარი რა მაგრად თამაშობს, სამი ვე გამარჯვებაში ლომის წვრილი დაიდო, მაგრად მოუხდა ჩელსის, წელს ჩელსია პრემიერლიგის მთავარი ფავორიტი , თან ტორესიც საკმაოდ კარგად ათამაშდა

--------------------