აირჩიეთ გუნდი:

პეპე ბარსელონასთან ითამაშებს



მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი პეპე "ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედრაში ითამაშებს, ამის შესახებ ესპანური გამოცემა "მარკა" იტყობინება.

პორტუგალიელმა დაზიანება ლა ლიგის პირველ ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრაში მიიღო, როდესაც ერთ ეპიზოდში იკერ კასილასს შეეჯახა. პეპე სავადმყოფოში გადაიყვანეს და ის ღამე იქ გაატარა.

პეპემ დაზიანების გამო გამოტოვა ორი შეხვედრა, პირველი "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, მეორე კი "ხეტაფეს" წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ შეხვედრაში "რეალი" დამარცხა.

პეპეს კი შეეძლება სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში დაეხმაროს თავის გუნდს, რომელიც 29 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

წყარო: Marca.coM  
Реклама

0

1380
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.