აირჩიეთ გუნდი:

რეალმა სუპერკოპა მოიგო (+ვიდეო)



მადრიდის "რეალმა" 4 წლიანი პაუზის შემდეგ "სანტიაგო ბერნბეუზე" შეძლო "ბარსელონას" დამარცხება და ასევე 4 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაეუფლა ესპანეთის სუპერ თასს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა მასპინძლების სრული უპირატესობით დაიწყო, "რეალმა" თავიდანვე შეუტია მეტოქეს და მალევე შექმნა მომენტი, რომელიც იგუაინმა ვერ გამოიყენა, თუმცა უკვე 11-ე წუთზე არგენტინელი კვლავ პირისპირ დარჩა ვალდესთან და ამჯერად უკვე შეხვედრაში მასპინძლები დააწინაურა.

19-ე წუთზე უკვე კრიშტიანუ რონალდუმ გაიბრწყინა, რომელმაც პიკე შესანიშნავად ჩამოიტოვა, ვალდესთან პირისპირ დარჩა და შეხვედრაში ანგარიში 2-0 გახადა. ეს პორტუგალიელისთვის 8-ე გოლი "ელ კლასიკოების" ეგიდით , ასევე აღსანიშნავია, რომ ის უკვე ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში უტანს გოლს "ბარსელონას".

28-ე წუთზე რონალდუ კიდევ ერთხელ დარჩებოდა პირისპირ, ადრიანოს წესები, რომ არ დაერღვია, ეს უკანასკნელი იმედის ჯარიმა იყო და ბრაზილიელმა წითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ "რეალს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მომენტები კი ძირითადად იგუაინს ექმნებოდა, მაგრამ დუბლის გაფორმება ვერ შეძლო.

პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე სახიფათო ჯარიმა დაინიშნა "რეალის" კარის სიახლოვეს, ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა მესიმ და ანგარიში 2-1 გახადა. მესიმ "ელ კლასიკოებში" 15 გოლი გაიტანა და რაულს დაეწია.

პირველი ტაიმის დასრულებამდე , შორიდან უძლიერესად გაისროლა რონალდუმ, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს, ასევე მომენტი ჰქონდა დი მარიას, მაგრამ მისი დარტყმულიც ასცდა კარის ჩარჩოს.

მეორე ტაიმში "რეალი" მაქსიმალურად ცდილობდა ტემპის დაგდება და შეტევაში იშვიათად მიდიოდი, ამის მიუხედავად რამდენიმე მომენტის შექმნა შეძლეს მადრიდელებმა, ასევე ძალიან კარგი შანსი ჰქონდა პედროს, მაგრამ მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა და შეხვედრა "რეალის" გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ასევე აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ორ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი, ერთ სონგს "ბარსელონას" მხრიდან, მეორეს კი მოდრიჩს "რეალის" მხრიდან. სტუმრად გატანილი 2 გოლი "რეალს" აძლევს უპირატესობას და საბოლოოდ სუპერ თასი მადრიდში რჩება.

წყარო: Goal.CoM  

2

817

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Sportnews  

iventusi_rati,
ხოდა ეგ რეალის დამსახურებაა, ჰალა მადრიდ

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ბარსა სწაფმა გოლმა დაბნია და ბევრი შეცდომები დაუშვა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.