დეფომ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი

უცხოური ფეხბურთი 30-აგვ, 21:399 Red_Army 809 2





"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჟერემი დეფომ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ის კლუბის დატოვებას აპირებდა, მან ახალ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ვილაშ-ბოაშის კლუბში მოსვლის შემდეგ დეფომ განაცხადა, რომ არ იცის რას გადაწყვეტს და შეიძლება კლუბიც დატოვოს. მას არ სურს მთელი სეზონის განმავლობაში სათადარიგოზე ჯდომა.

დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ დეფო შეიძლება "არსენალში" გადაბარგებულიყო. მაგრამ თავდამსხმელმა ჭორები უარყო და მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, რის შედეგადაც ის კლუბში 2015 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმაში ვილაშ-ბოაშს სამი ვარიანტი აქვს, ადგილისთვის დეფოს გარდა ასევე იბრძოლებენ, 19 წლის ჰარი კეინი და "ტოტენჰემის" ახალი შენაძენი ემანუელ ადებაიორი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

iventusi_rati 30-აგვ, 22:14

ბოაშის ხელში არ უნდა თამაში.

Red_Army 30-აგვ, 21:42

გაუჭირდება ადებაიორისთვის კონკურენციის გაწევა
კომენტარის დატოვება






რეკლამა