აირჩიეთ გუნდი:

იოლი: ბერბატოვი კლუბის ისტორიაში უდიდესი ტრანსფერია



ბერბატოვს გადასვლა შეეძლო "იუვენტუსში" და "ფიორენტინაში", მაგრამ მან მარტინ იოლის გუნდი აირჩია. შეგახსენებთ, რომ ბერბატოვი "ტოტენჰემში" გამოდიოდა მაშინ, როდესაც ამ გუნდს იოლი წვრთნიდა.

"კარგ ფეხბურთელში შესაფერისი თანხაც უნდა გადაიხადო და მე ვფიქრობ, რომ გუნდმა სწორი ნაბიჯი გადადგა. დიმიტარის შეძენა ბევრ კლუბს სურდა, მაგრამ მან ჩვენ ამოგვირჩია. მე მისი გუნდში ხილვა რამოდენიმე თვის წინაც მსურდა, მაგრამ მაშინ არაფერი არ გამოვიდა, მაგრამ ვიპოვეთ შესაფერისი მომენტი. ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ გულშემატკივრებიც ძალიან გახარებულები იქნებიან ბერბატოვის შეძენით. ეჭვგარეშეა, რომ ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. ჩვენ ჯერ კიდევ იქიდან გვაქვს კარგი ურთიერთობა, როდესაც "ტოტენჰემში" ერთად ვმუშაობდით. იმედი მაქვს, რომ მას ახალი კლუბი მოეწონება და კარგად ითამაშებს." - განაცხადა მარტინ იოლმა.

შეგახსენებთ, რომ ბულგარელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

 

1

720

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ბერბარტოვი მაშინ იყო კაი ფეხბურთელი როცა ასტონ ვილაში თამაშობდა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.