ზამერი: თუ ვინმეს წასვლა სურს, წავიდეს

უცხოური ფეხბურთი 31-აგვ, 16:289 tandila 1174 1





მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა ხუთშაბათს განაცხადა: "თუკი რომელიმე ფეხბურთელს წასვლა მოუნდება, მის დაკავებას არ შევეცდებით. თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბაიერნში" ფეხბურთელი კონტრაქტის ამოწურვამდე უნდა რჩებოდეს. ეს კლუბის სტილია." -დაასრულა ზამერმა.

მარტინესი გუნდში "ჩამშლელი" ნახევარმცველის ფუნქციების შესასრულებლად მოვიდა. ნახევარდაცვის ცენტრში თამაში ესპანელის გარდა ბასტიან შვაინშტაიგერს, ანატოლი ტიმოშჩუკს, ტონი კროოსსა და ლუიზ გუსტავოსაც შეუძიათ. აღნიშნულ პოზიციაზე ჰაინკესს საჭიროების შემთხვევაში კიდევ ორი ალტერნატივა ყავს, ადავიდ ალაბასა და ემრე ჩანის სახით. თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელები ამ ეტაპზე ერთმანეთს კონკურენციას მარცხენა მცველის პოზიციისთვის თუ გაუწევენ. გარდა ამისა, ზამერმა გუნდის უკრაინელ ნახევარმცველს, ანატოლი ტიმოჩუკს კარებისკენ ირიბათ მიუთითა.

ჰაინკესი: "ხავი მარტინესის შეძენით გუნდმა შესანიშნავი სვლა განახორციელა, ჩენ ბოლომდე დაკომპლექტებულები ვართ. ვფიქრობ, კლუბში ჯანსაღი კონკურენცია პოზიტიური და მასტიმულირებელი ფორმაა." -განაცხადა 67 წლის სპეციალისტმა.


წყარო: Fcb.de



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 31-აგვ, 17:51

რა გადაიხადეს მარტინესში ?
კომენტარის დატოვება






რეკლამა