ბენაიუნი ვესტ ჰემს დაუბრუნდა

უცხოური ფეხბურთი 01-სექ, 11:599 tandila 1196 1






ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა, იოსი ბენაიუნმა სოციალური ქსელის – “ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მან დატოვა “არსენალი” და იჯარით თავის ყოფილ კლუბს “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუბრუნდა, სადაც ის 2005-07 წლებში გამოდიოდა.

“გრძელი და დატვირთული დღის შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ შემოთავაზება პრემიერლიგის სამი კლუბიდან მქონდა, თუმცა მათ რიცხვში არც “ლივერპული” იყო, არც – “არსენალი” და არც სხვა მსგავსი კლუბი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. “ვესტ ჰემი” დიდებული კლუბია!” – განაცხადა 32-წლის ებრაელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ბენაიუნი “ვესტ ჰემს” 2.5 მილიონ ფუნტად სანტანდერის “რასინგიდან” შეუერთდა. მან ოთხწლიანი კონტრაქტი 2 წელში გაწყვიტა, რასაც კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება მოჰყვა. ბენაიუნმა “ლივერპულს” მიაშურა. “წითლების” შემადგენლობაში ის 3 წლის განმავლობაში გამოდიოდა. 2010 წელს კი მან “არისტოკრატთა” მაისური მოირგო, თუმცა მონაწილეობა მხოლოდ 8 მატჩში მიიღო. “არსენალმა” ბენაიუნი გასული წლის ზაფხულში იჯარით გადაბარგდა. ამ დროისთვის ის კვლავ “ჩელსის” საკუთრებაშია, თუმცა, როგორც ჩანს, “არისტოკრატებს” მისი დაბრუნება ჯერჯერობით არ სურთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

iventusi_rati 01-სექ, 12:20

ვესთ ჰემი ისეთივე დიდებული გუნდია როგორც შენ დიდებული ფეხბურთელი.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018