აირჩიეთ გუნდი:

რა სურდა რონალდუს და რატომ არაა ბედნიერი ?



კვირას 2 სექტემბერს "გრანადასთან" მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ გოლები არ აღნიშნა, რადგან ბედნიერი არ არის.

რა თქმა უნდა ამ განცხადებას, მაშინვე მოაყოლეს ჟურნალსიტებმა უამრავი სხვადასხვა ჭორი, ზოგნი წერენ, რომ რონალდუ ვერ გრძნობს კლუბიდან მხარდაჭერას, ზოგმა გუნდში ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებააო, ზოგმა კიდევ რონალდუს ხელფასი არ აკმაყოფილებს და მისი გაზრდა სურს.

მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც პრესამ დაივიწყა და რომელსაც არავინ არ ახსინებს, რადგან ეს მიზეზი არაა სკანდალური და მარტივად, რომ ვთქვათ, ამით გაზეთებს ვერ გაყიდიან.

ზუსტად 7 წლის წინ 2005 წლის 2 სექტემბერს კრიშტიანუ რონალდუს მამა გარდაეცვალა, პორტუგალიელმა სწორედ ამის გამო არ აღნიშნა გოლები და ამიტომ არაა ბედნიერი. მას კომენტარში არ უთქვას, რომ კლუბში ვერ გრძნობს თავს ბედნიერად, მან უბრალოდ თქვა, რომ არაა ბედნიერი.

სტატიაში მოყვანილ სურათზე კარგად არის ნაჩვენები, როგორ ტირის რონალდუ. წარმოუდგენელია, ადამიანს, რომელსაც ასეთი ხელფასი აქვს, პლუს უამრავი ფულს იღებს რეკლამებში და კიდევ აქვს უამრავი ბიზნესი, იტიროს, იმის გამო, რომ ხელფასი არ აკმაყოფილებს ან თუნდაც იმის გამო, რომ კლუბში არეულობაა. მოურინიოს ყველა გუნდი ძალიან შეკრული იყო, "რეალის" შემხედვარესაც იგივე აზრი გვიჩნდება.

ეს იყო რონალდუს ადამიანური ემოციები, რომელიც მამის გარდაცვალებამ გამოიწვია და სხვა არაფერი. რონალდუ "რეალში" თავს ბედნიერად, რომ გრძნობს ეს განვლილმა "ელ კლასიკომ" და სეზონმა დაგვანახა. რაც შეეხება ხელფასს, სავარაუდოა, რომ "რეალი" მას ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს, რადგან რონალდუ შეიძლება რამდენიმე სეზონში კლუბის ნომერ პირველი ლეგენდა გახდეს.

 

2

1866

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Wertil^  

ვერ ვიტან ამას ფუფ

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

საღოლ გოგა მაგარი სტსტიაა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.