აირჩიეთ გუნდი:

ლივერპულზე განაწყენებული ფულჰემი



საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა dailystar_მა, რომელმაც ფულჰემს ლივერპულზე განაწყენებული გუნდი უწოდა.

წყარომ პირველ რიგში უარყო ის ჭორები, რომ ლივერპული სამ ფეხბურთელს(ჯორდან ჰენდერსონს, ხოსე ენერიკეს და სტიუარტ დაუნინგს) ერთად სთავაზობდა ფულჰემს კლინტ დემპსის სანაცვლოდ, რადგან სამივე მათგანის ღირებულება ჯამში 25 მილიონს აღემატება, ეს თანხა კი ფულჰემთან ერთწლიანი კონტრაქტით დაკავშირებული ამერიკელი ნამდვილად არ ღირდა.

ლივერპულის პირველი შეტავაზება 7მლნ. გახლდათ, შემდეგ წითლებმა ამ თანხას ჯორდან ჰენდერსონის არენდა დაუმატეს, შემდეგ საუბარი იყო კლინტ დემპსის გაცვლაზე დაუნინგში, ბოლოს კი ლივერპული მზად იყო ფულჰემისთვის ამერიკელის წლიური ხელფასი (3.2მლნ.) მიეცა და დაახ. 5 მილიონად ღირებული ხოსე ენრიკე გაეჩუქებია.

ფულჰემი დაჟინებული ითხოვდა 10 მილიონს, ხოლო ლივერპული ცდილობდა ეს ტრანსფერი 8 მილიონზე მეტი არ დაჯდომოდა, ან ტრანსფერში სხვა ფეხბურთელი ჩაერთო. ლივერპული იმდენად იყო ფეხბურთელის შეძენის სურვილით გატაცებული, რომ მზად იყო სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გუნდისთვის 10მლნ. შეეთავაზებია.

ამ დროს რა ქნა ფულჰემმა? ლივერპულის ყველა შეთავაზება, რომლის ღირებულებაც მინიმუმ 8მლნ_ს შეადგენდა უარყო და კლინტს დემპსი ტოტენჰემში 6 მილიონად გაასხვისა. ჩნდება კითხვა რატომ? პასუხი – ენდი ქეროლია.

რაც ფულჰემმა პაველ პოგრებნიაკის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა, მათი მთავარი მიზანი ენდრიუ ქეროლის გადმობირება იყო. ფულჰემი პირველად გეგმავდა, რომ ლივერპულისთვის კლინტ დემპსი + 5მლნ. შეეთავაზებინა. როდესაც მათ უარი მიიღეს, ისინი მზად იყვნენ დემპსის 7 მილიონად შელეოდნენ, სანაცვლოდ კი ლივერპულის ცხრიანს ერთი სეზონი ფულჰემში უნდა გაეტარებია.

ლივერპულმა სასტიკი უარი განაცხადა ენდრიუ ქეროლის არენდით გაშვებაზე, ხოლო, როდესაც ის ვესტ-ჰემში გაანათხოვრეს, ამ ფაქტმა ფულჰემის ხელმძღვანელობის გაღეზიანება გამოიწვია. მეტიც, dailystar_მა დემპსის ტოტენჰემში ტრანსფერს ფულჰემის ლივერპულზე შურისძიება უწოდა.

წყარო: dailystar.com  
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

1

762

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: beqa_beqa  

აბორტი აიღო ფულემაა :D
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.