კაკა ნაკრებში ბრუნდება

უცხოური ფეხბურთი 28-სექ, 09:279 Sportnews 1138 2






მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა თავის ეროვნულ ნაკრებს უბრუნდება. მანო მენეზეშმა ის კვლავ იხმო ბრაზილიის ნაკრებში.

მენეზეშის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან კაკას "რეალის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ისიც ამხანაგურში, რომელიც "ბერნაბეუს თასის" ეგიდით გაიმართა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში მან ჰეთ-რიკი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კაკამ უკანასკნელად ნაკრებში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ახლა კი მას შანსი ექნება ერაყისა და იაპონიის წინაღმდეგ ამხანაგურ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა.

მეკარეები: ჯეფერსონი ("ბოტაფოგო"), დიეგო ალვესი ("ვალენსია", ესპანეთი), ვიქტორი ("ატლეტიკო მინეირო");

მცველები: ალექს სანდრო ("პორტუ", პორტუგალია), მარსელო ("რეალი", ესპანეთი), დანიელ ალვესი, ადრიანო (ორივე "ბარსელონა", ესპანეთი), დედე ("ვასკუ და გამა"), დავიდ ლუისი ("ჩელსი", ინგლისი), ტიაგუ სილვა (პსჟ, საფრანგეთი), ლეანდრო კასტანი ("რომა", იტალია);

ნახევარმცველები: სანდრო ("ტოტენჰემი", ინგლისი), ლუკასი ("სან პაულუ"), ოსკარი, რამირესი (ორივე "ჩელსი", ინგლისი), პაულინიო ("კორინთიანსი"), ფერნანდო ("გრემიო"), ჟულიანო ("დნეპრი", უკრაინა), კაკა ("რეალი", ესპანეთი), ტიაგუ ნევესი ("ფლუმინენსე");

თავდამსხმელები: ჰალკი ("ზენიტი", რუსეთი), ლეანდრო დამიაო ("ინტერნასიონალი"), ნეიმარი ("სანტოსი").



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

iventusi_rati 28-სექ, 15:24

მე მინდა დინიოც დაბრუნდეს.

Sportnews 28-სექ, 11:17

კაია , ეს დამატებით სტიმულს მისცემს კაკას, და კაკა რეალში ისევ დაიწყებს თამაშს მგონი, ბოლო ჰეთ-რიკის შემდეგ
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018