დი მატეო დათხოვნილია, ვინ იქნება მისი შემცვლელი?

უცხოური ფეხბურთი 21-ნოე, 19:059 Sportnews 971 1





იტალიელი სპეციალისტი დი მატეო სწორედ იტალიურმა გუნდმა შეიწირა, მას შემდეგ რაც "იუვემ" "ჩელსი" 3:0 გაანადგურა, დი მატეო დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

დიდი შანსია, რომ პირველად მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩეს, ამ ყველაფერში თავისი "დამსახურება" დი მატეოსაც აქვს, ამიტომ დაითხოვეს ის დაკავებული თანამდებობიდან. "ჩელსი" ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა თუ ბოლო ტურში "იუვენტუსს" "შახტარი" დაამარცხებს, ლონდონური გუნდი კი სამ ქულას მოიპოვებს.

ინგლისურ მედიაში უკვე დასახელდა რამდენიმე სახელი, რომელიც "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი გახდება, მაგრამ ორი კანდიდატურა გამოიკვეთა, საუბარი გვარდიოლასა და ბენიტესზეა. ნომერ პირველი კანდიდატი რომან აბრამოვიჩისთვის ხოსეპ გვარდიოლაა. იმ შემთხვევაში, თუ პეპი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და დასვენებას ზაფხულამდე გააგრძელებს, მაშინ დროებით მწვრთნელად სავარაუდოდ ბენიტესი მოგვევლინებიან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

cotne_mari 23-ნოე, 21:15

ვაი ივანოვიჩის პატრონს ასეთ მწვრთნელს სად იპოვის ესეთიღბლიანი არცერთი არ ყოფილ wink
კომენტარის დატოვება






რეკლამა