უცხოური ფეხბურთი
რონალდუ: გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება

კრიშტიანუ რონალდუმ 2013 წელი ფანტასტიკურად დაიწყო, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, რაც შესანიშნავი შედეგია. რონალდუმ გუშინ "სელტასთან" გაიბრწყინა, მან მეტოქეს 3 გოლი გაუტანა და "სამეფო გუნდი" ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გაიყვანა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ რონალდუ ბედნიერი იყო და კომენტარიც გააკეთა, პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მის გუნდს გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდება, იგი ასევე შეეხო ჟოზე მოურინიოს.

"გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება, ჯერ ყველაფერიი წინაა და ამ სეზონში ბევრი რამის მოგება შეგვიძლია"

"მოურინიო უდიდესი პროფესიონალია. ის ყველაფერზეა პასუხისმგებელი და მის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ"
-განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.











კომენტარის დამატება