Image

კასილასს 360 წუთი გოლი არ გაუშვია

უცხოური ფეხბურთი 22-იან, 10:589 Sportnews 2247


















მადრიდის "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილასმა 2013 წელი შესანიშნავად დაიწყო, ჯერ იყო და ძირითადში ადგილი დაიბრუნა, შემდეგ კი აგერ უკვე 4 მატჩია ზედიზედ გოლი არ გაუშვია.

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მოურინიოს მიერ კასილასის სათადარიგო სკამზე დროებით გადანაცვლებამ თავისი შედეგი გამოიღო. ესპანელი მეკარე ძირითადში "სელტასთან" სათასო შეხვედრაში დაბრუნდა, იმ შეხვედრაში კასილასმა რამდენიმე მნიშვნელოვანი "სეივი" განახორციელა, რითიც პორტუგალიელს დაუმტკიცა, რომ ძირითადში სწორედ ის უნდა იყოს და არა ადანი.

შემდეგ უკვე კასილასმა "ოსასუნასთან" არ გაუშვა გოლი, ერთადერთი იმ შეხვედრაში "რეალისთვის" დადებითი სწორედ ის იყო, რომ "სამეფო გუნდს" გოლი არ გაუშვია, ის მატჩი 0:0 დამთავრდა. მესამე მატჩი სადაც კასილასმა გოლი არ გაუშვა "ვალენსიასთან" შეხვედრა იყო ესპანეთის თასის ეგიდით, "რეალმა""ვალენსია" 2:0 დაამარცხა. მეოთხე მატჩი კვლავ "ვალენსიასთან" იყო, ოღონდ ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც "რეალმა" 5:0 მოიგო. ვნახოთ სადამდე გაგრძელდება კასილასის მშრალი სერია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (234)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა