დე ხეას დამცველები გამოუჩნდა !

უცხოური ფეხბურთი 26-იან, 12:199 Red_Army 1138 1






როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი ფეხბურთელების დიდმა რაოდენობამ და მათ შორის "წითელი ეშმაკების" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა გააკრიტიკა ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა, მისი ცუდი თამაშის გამო "ტოტენჰემთან" მატჩში(1:1)

ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მოკლედ ისაუბრა პრესაში დე ხეას წასვლაზე გავრცელებულ ჭორებზე და მის გეგმებზე.

მიმდინარე კვირას მთელმა რიგმა ინგლისური გამოცემების დაწერეს, რომ სერ ალექს ფერგიუსონი უკმაყოფილია ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას თამაშით და რომ ფერგიუსონი ზაფხულში მის შემცვლელს დაუწყებდა ძებნას. მაგრამ ფერგიუსონმა ეს ჭორები უარყო, იტყობინება ESPN.

"მე ამ ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ, ორივეს მოგვიწევს იდიოტების განცხადებების მოსმენა, რომლებიც ფეხბურთში ვერ ერკვევიან." – უპასუხა ფერგიუსონმა

მაგრამ ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონთან ერთად და უფრო მეტიც მასზე ადრე დე ხეას მხარში ამოუდგა "იუნაიტედის" ლეგენდა, დანიელი მეკარე პეტერ შმეიხელი, რომელმაც ესპანელი მეკარე გაამართლა და უფრო მეტიც მადლობაც გადაუხადა ეგეთი კარგი თამაშისთვის, რადგან რომ არა ის კლუბი "ტოტენჰემთან" სამარცხვინოდ დამარცხდებოდა.

"ძალიან მარტივია დაადანაშაულო დე ხეა ყველაფერში, - ციტირებს შმეიხელის სიტყვებს Sky Sports. - მე არ ვეთანხმები ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ არა დე ხეა, ჩვენ დავმარცხდებოდით ანგარიშით 4-1. გუნდი ისე თამაშობდა, რომ მეკარე იძულებული იყო მისი კარები ყოველ წუთას დაეცვა, მან კი ამ ყველაფერს კარგად გაართვა თავი."



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Red_Army 26-იან, 12:11

ესეც ასე : ))) ამ სიახლით ავღნიშნე დაბრუნება
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018