თორნიკე შენგელია ნბა-ს დაუბრუნდა

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 28-მარ, 18:539 რაულიტო 1177 0





ნბა-ს განვითარების ლიგაში გატარებული 10 დღის შემდეგ თორნიკე შენგელია „ბრუკლინ ნეთსს“ დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდი ბრუკლინელთა სატელიტ გუნდ „სპრინგფილდ არმორში“ მიმდინარე სეზონში უკვე ხუთჯერ გაანათხოვრეს.

შენგელიამ განვითარების ლიგასი ჯამში 10 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 24,3 ქულას, 8,2 მოხსნას, 4 პასს და 2,3 ჩაჭრას ითვლიდა. ქართველ ფორვარდთან ერთად „ბრუკლინს“ დაუბრუნდა ტაისონ ტეილორიც, დრაფტზე შენგელიასთან ერთად აღვანილი ახალბედა.

შენგელიას თამაშის შანსი 29 მარტს მიეცემა, როცა „ბრუკლინ ნეთსი“ დენვერში ‘ნაგეთსს“ შეხვდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა