Image

შენგელია ნბა-ში გამოჩნდა, ფაჩულია კი ჯერ არ ჩანს

კალათბურთი 30-მარ, 20:189 რაულიტო 1392


















თორნიკე შენგელიას პირველი ქულა 11 იანვრის შემდეგ. განვითარების ლიგიდან ნბა-ში დაბრუნებულმა ქართველმა ფორვარდმა „ბრუკლინის“ შემადგენლობაში ითამაშა და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „დენვერს“ 1 ქულა ჩაუგდო.

როგორც ზოგადად ხდებოდა, შენგელია ახლაც მატჩის ბოლოს გამოჩნდა მოედანზე, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. ბრუკლინელებს დენვერში გამარჯვების უმცირესი შანსი ჰქონდათ, რაც ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ 87:109 დამარცხდნენ. შენგელიამ მირზა ტელეტოვიჩთან ერთად მატჩის ბოლო 3,28 წუთში ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში ქართველზე ორჯერ დაჯარიმდნენ - ანდრე მილერი და ენტონი რენდოლფი. შენგელიამ 4 საჯარიმო სროლიდან მხოლოდ 1 გამოიყენა. რაც შეეხება ტელეტოვიჩს, ბოსნიელმა შეხვედრა ერთი მოხსნით ჩაამთავრა.

1 ქულასთან ერთად შენგელიამ 3 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. დერონ უილიამსის 19 ქულამ ბრუკლინელებს ვერ უშველა და „ნეთსმა“ მიმდინარე სეზონში 30-ე მარცხი იწვნია. შენგელიას გუნდს 42 გამარჯვება აქვს და დასავლეთ დივიზიონში მე-4 ადგილზეა, ხოლო მეექსეზე კვლავ „ატლანტაა“, რომელმაც ზაზა ფაჩულიას, ალ ჰორფორდის და კიდევ რამდენიმე ტრავმირებულის გარეშე „ბოსტონში“ უშანსოდ - 107:118 წააგო.

ფაჩულიამ ტრავმის გამო ზედიზედ მე-15 მატჩი გამოტოვა და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერაც უცნობია. ვარჯიშს კი ზაზა სავარაუდოდ მალე შეუდგება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა