კალათბურთი
შერმადინი ოლიმპიაკოსში ევროლიგის ჩემპიონი გახდა

გიორგი შერმადინი მეორედ გახდა ევროლიგის ჩემპიონი. ქართველმ ცენტრმა მეორედაც ბერძნული გუნდის შემადგენლობაში მოიგო ევროპის ყველაზე ძვირფასი საკლუბო ტიტული. თუკი 2009 წელს ფინალურ მატჩში მას „პანათინაიკოსის“ შემადგენლობაში თამაშმა არ მოუწია, წუხელ ის მოედანზეც გავიდა და „ოლიმპიაკოსის“ 100:88 გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო.

საჩემპიონო მატჩში შერმადინმა 6,22 წუთი ითამაშა და ყველა ტყორცნა ჩააგდო, რაც კი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ასეივე წარმატები შეასრულა ორქულიანი ტყორცნაც. შედეგად შერმადინმა 3 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

პირეოსელებს 2 ლიდერი ჰყავდათ - ვასილის სპანულისმა 22 ქულა და 4 პასი, ელის ლოუმ კი 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. გამორჩეულად ითამაშა ოლიმპიაკოსელთა უკანახაზელმა კაილი ჰეინესმა, რომელმაც 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 დაფარება და 3 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ პირეოსელები შეხვედრას 10:27 აგებდნენ, თუმცა ჩამორჩენა პირველივე ტაიმში მნიშვნელოვნად შეამცირეს, ხოლო მეორეში მადრიდელები ყველანაირად დაჯაბნეს. ოლიმპიაკოსელებმა ტიტული ზედიდედ მეორედ მოიპოვეს, რაც ბერძნული გუნდისთვის უდიდესი წარმატებაა.

მესამე ადგილისთვის მატჩში დრამატულ ბრძოლაში ცსკა-მ „ბარსელონა 74:73 დაამარცხა.











კომენტარის დამატება