Image

მილუოკიმ შარლოტშიც წააგო

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი / NBA 30-ნოე, 14:509 რაულიტო 2120


















მილუოკი ბაქსის" ზედიზედ მე-11 წაგება. ზაზა ფაჩულიას გუნდი ამჯერად შარლოტში, "ბობქეთსთან" დამარცხდა, რაც ძირითადად ალ ჯეფერსონის დამსახურებაა, რომელმაც 23 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა და მასპინძლებს 92:76 გაამარჯვებინა.

ქართველი ცენტრი მყარად არის სასტარტო ხუთეულში, თუმცა მოედანზე ბევრ დროს აღარ ატარებს. ამჯერად მან 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩჭრა მოაგროვა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთჯერ დაკარგა.

ფაჩულია მთელს ნბა-ში მე-6 ადგილზეა საჯარიმო სროლების ზუსტად შესრულებაში. ზაზა სროლათა 91.9 პროცენტს აგდებს და ლიგაში მხოლოდ დირკ ნოვიცკის (94), კევინ მარტინს (93.8), ჯეიჯეი რედიკს (92.2), გრეივის ვასკესს (92) და ჯრიუ ჰოლიდეის (92) ჩამორჩება. რამდენიმე დღის წინ ზაზა პირველი იყო 94 პროცენტით.

2 მოგება-13 წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩი კი ხვალ, გამთნიისას, შინ "ბოსტონთან" აქვს.

საქართველოს საკალათბურთო ფედერაცია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა