თორნიკე შენგელიას ყველაზე წარმატებული მატჩი NBA-ს მიმდინარე სეზონში

თორნიკე შენგელიას ყველაზე წარმატებული მატჩი NBA-ს მიმდინარე სეზონში

4-12-2013, 16:41

თორნიკე შენგელიას ყველაზე წარმატებული მატჩი NBA-ს მიმდინარე სეზონში. "ბრუკლინ ნეთსი", რომლის ღირსებას ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი იცავს, საკუთარ არენაზე "დენვერს" დაუპირისპირდა და 87-111 წააგო.

შენგელიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 18 წუთში 7 ქულა 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ჯეისონ კიდის გუნდში ყველაზე შედეგიანი 22 ქულით ჯო ჯონსონი გამოდგა.

ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" ბოსტონის "ტი-დი გარდენში" ადგილობრივ "სელტიკს" დაუპირისპირდა და მეტოქესთან 108-100 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 18 წუთში საკუთარ გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით