“ქუთაისი” – “დინამო”: ჩხუბი გულშემატკივრებსა და კალათბურთელებს შორის (ვიდეო)

“ქუთაისი” – “დინამო”: ჩხუბი გულშემატკივრებსა და კალათბურთელებს შორის (ვიდეო)

28-11-2015, 11:49

“ქუთაისსა” და “დინამოს” შორის გამართული სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრას, სამწუხაროდ, ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გულშემატივრებსა და თბილისური კლუბის კალათბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. არეულობა 5 წუთს გრძელდებოდა, რის შემდეგაც გუნდებმა თამაშის ჩამთავრება მოახერხეს.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა ქუთაისური კლუბის გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რასაც მცირე კომენტარიც დაურთეს: “მეტოქე გუნდის კალათბურთელები ყველანაირად ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოგებას, შედეგს მიაღწიეს და თავებიც დაუტყდათ”.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით