სანაძემ "სან დიეგოს" "დრაგონსთან" მოგებულ მატჩში ულიდერა

სანაძემ

29-11-2015, 13:59

დუდა სანაძის წინამძღოლობით „სან დიეგომ“ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. დღეს, სანდიეგოელებმა „დრექსელ დრაგონსს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 62:59 სძლიეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი უკანახაზელი დასახელდა. მწირექულიან მატჩში სანაძემ 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდას სამქულიანი არ უსვრია: 7-დან 4 ორიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა დააგრვა მისმა თანაგუნდელმა მარკუს ჰარისმა, თუმცა მას სხვა მაჩვენებლებში ღირებული არაფერი მოუგროვებია და საუკეთესოდან სანაძე დასახელდა.

„სან დიეგოს“ 1 მოგება და 5 მარცხი აქვს და არასაკონფერენციო, ამხანაგური ხასიათის მატჩების სერიას აგრძელებს. მომდევნო შეხვედრა სანაძის გუნდს 2 დეკემბერს, შინ „ბეტესდა ფლეიმსთან“ ელის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით