მადრიდის "რეალი" თორნიკე შენგელიას ვერ ივიწყებს

მადრიდის

18-07-2017, 11:18

ესპანური მედია ბოლო დღეებია ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, ამ ინფორმაციის თანახმად მადრიდის "რეალს" კვლავ აქვს იმედი, რომ თორნიკე შენგელიას ყიდვას შეძლებს.

თორნიკემ "ბასკონიასთან" რამდენიმე კვირის წინ ახალ 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი , თუმცა ეს არ შეუშლის ხელს მადრიდელებს მის ყიდვაში.

"ბასკონიაშიც" არ უნდა იყვნენ წინააღმდეგი თუ სარფიანად გაყიდიან ქართველ კალათბურთელს. "სამეფო გუნდი" შენგელიას ანდრეს ნოჩიონის შემცვლელად განიხილავს.

ასევე აღსანიშნავია, რომ შენგელიას გაშვებით "ბასკონია" შეძლებს თავისი კიდევ ერთი ლიდერის ლარკინის შენარჩუნებას, რომლის ყიდვის სურვილი "ბარსელონას" აქვს.

ამჟამად თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიაში იმყოფება, სადაც ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით