18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა

18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა

12-08-2017, 23:30

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ირლანდიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო მატჩში მოლდოვის ნაკრები დაამარცხა და B დივიზიონში, რომელშიც წლეულს პირველად ასპარეზობს, ადგილი შეინარჩუნა.

ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ დაწყებულ 17-24 ადგილებისთვის ბრძოლის პირველ მატჩში მოლდოველებს 33 ქულით - 66:30 სძლია და იმ ითხეულში მოხვდა, რომლებიც 17-20 ადგილებს გაინაწილებენ.

მოლდოვასთან ქართველ გოგონებს ტრადიციულად ნატალია ოთხმეზურმა ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 23 ქულა, 8 ჩაჭრა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ასევე ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ ვიქტორია გეგეშიძე, რომელმაც 19 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე ესტონეთია, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც ქართველებები მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებენ და შვეიცარია - ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

საქართელოსა და ესტონეთის თამაში 12 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ინფორმაციის წყარო: GBF.Ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით