ძალიან ცუდი ინფორმაცია ზაზა ფაჩულიაზე, რომელიც დღეს გავრცელდა

კალათბურთი / ევრობასკეტი 2017 21-აგვ, 19:589 Sportnews 5247 0






საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭის ტრავმა მიიღო და აკროპოლისის საერთაშორისო ტურნირზე მისი ასპარეზობა საეჭვოა. ამის შესახებ პირველი არხისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

როგორც პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, ამ მომენტისთვის, ტრავმა საშუალო სიმძიმისაა და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, გაემგზავრება თუ არა ზაზა საბერძნეთში.

უახლოეს დღეებში ისიც გახდება ცნობილი, რამდენად იქნება მზად ზაზა ფაჩულია „ევრობასკეტზე“ სათამაშოდ.

წყარო : 1tv.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018